სტამბოლის პოლიციამ ანტიტერორისტული რეიდის ფარგლებში უცხოეთის 45 მოქალაქე დააკავა. ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილები. გამოცემა საბაჰის ინფორმაციით, სპეცოოპერაცია სტამბოლის 7 რაიონში ჩატარდა. დაკავებულები სავარაუდოდ სირიასა და ერაყში ისლამისტთა მხარეს იბრძოდნენ.