ჯეინ ფონდა იუბილარია. ლეგენდარულ მსახიობს დღეს 80 წელი შეუსრულდა. იუბილეს ის მეგობრების წრეში აღნიშნავს. ფონდას სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. მსახიობი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს, ოსკარის ორგზის მფლობელია. აქტიური მუსაობა ჯეინ ფონდას 80 წლის ასაკშიც არ შეუწყვეტია. მას სერიალ „გრეისი და ფრენკიში“ იღებენ.