ჩდილოეთ კორეიდან სამხრეთ კორეაში კიდევ ერთი ჯარისკაცი გაიქცა. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებთ, ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჯარისკაცმა ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილი დატოვა და სამხრეთში თვითნებურად გადავიდა. 13 ნოემბერს სამხრეთ კორეაში გადასვლის მცდელობას ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მას ზურგიდან ესროლეს.