ავსტრალიურ მელბურნში დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ადგილობრივ საავადმყოფოებში სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით 19 ადამიანი გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ავტომანქანა ფეხით მოსიარულეთა მასაში დღეს დილით შეიჭრა. სამართალდამცველებმა მანქანის მძღოლი და კიდევ ერთი პირი დააკავეს. ისინი პოლიციაში დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი. მომხდარისთვის ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუციათ.