შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის ლეტალური იარაღის პირველი ნაწილის მიწოდებას მხარი დაუჭირეს. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით, უკრაინის არმია უახლოეს მომავალში თანამედროვე ტიპის შეიარაღებას მიიღებს. გარიგების საერთო თანხა 41 მილიონ 500 ათასი დოლარია.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, კიევისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების ინიციატივას მხარი დაუჭირეს უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის კაბინეტისა და კონგრესის მრჩევლებმა. უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას შეერთებული შტატების კონგრესმა 2014 წელსაც დაუჭირა მხარი, თუმცა ამ საკითხზე ობამას ადმინისტრაციას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.