სკანდალი დიდ ბრიტანეთში. პორნოგრაფიული მასალის გამო პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადადგა. დემიენ გრინიმა პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დადგინდა, რომ ის სამსახურის კომპიუტერში პორნოგრაფიულ მასალას ინახავდა. ტერეზა მეისადმი გაგზავნილ წერილში გრეიმ ეტიკეტის დარღვევის გამო ბოდიში მოიხდა.