უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის ხელმძღვანელის მოადგილე სტანისლავ ეჟოვი დააკავა. უწყების განმარტებით, ეჟოვი რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის ხელმძღვანელის მოადგილე რუსი კურატორების დავალებით სამთავრობო სტრუქტურების მუშაობაზე ცნობებს აგროვებდა.
უკრაინული სააგენტოები წერენ, რომ სტანისლავ ეჟოვი პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ გროისმანთან დაახლოებული პირი იყო და მას ყველა ვიზიტისა და საერთაშორისო შეხვედრებზე ახლდა.