ავსტრალიაში მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მელბურნში ფლინდერსის ქუჩაზე მოხდა. შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციამ მანქანის მძღოლი უკვე დააკავა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.