მიხეილ სააკაშვილი პარასკევს უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე ვერ მივა. ამის შესახებ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის ადვოკატმა, პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა. მისივე თქმით, 22 დეკემბერს სააპელაციო სასამართლო უკრაინის გენერალური პროკურატურის აპელაციას განიხილავს, რომელსაც სააკაშვილი დაესწრება და ამის გამო ის დაკითხვაზე მისვლას ვერ შეძლებს.