ბელარუსი რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე უარს ამბობს. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ვლადიმერ პოტუპჩიკმა განაცხადა. მისივე თქმით, ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. „რუსეთის მიერ შემოთავაზებული ტარიფი არ გვაწყობს. ამიტომ, 2018 წლიდან იმპორტს ვწყვეტთ,“-აღნიშნა პოტუპჩიკმა.