ამერიკის სენატმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ საგადასახადო რეფორმას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხმა 51-მა სენატორმა მისცა, წინააღმდეგ კი 48 სენატორი გამოვიდა. საგადასახადო რეფორმის წინააღმდეგ დემოკრატები გამოდიოდნენ. სენატორმა ჩაკ შუმერმა კანონპროექტს ამაზრზენი უწოდა და განაცხადა, რომ რესპუბლიკელები მომავალი წლის არჩევნებს სწორედ ამ რეფორმის წყალობით წააგებენ. საგადასახადო რეფორმა კორპორატიული გადასახადის 35-დან 20 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებს, ამერიკულ კომპანიებს კი უცხოეთიდან მიღებულ შემოსავალს არ დაუბეგრავენ.