არგენტინაში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. კონგრესის წინ გამართული მანიფესტაცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცელებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არგენტინის პარლამენტმა საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი უკვე მიიღო. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ რეფორმის წყალობით წელიწადში 6 მილიარდ დოლარს დაზოგავს.