მექსიკაში ავტოკატასტროფის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ტრაგიკული შემთხვევა როოს შტატში მოხდა. ტურისტულ ავტობუსში, რომელიც ავარიაში მოყვა, 31 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, კანადის, იტალიისა და შვედეთის მოქალაქეები. ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.