პალესტინა გაეროს წევრობაზე განაცხადს 2018 წლის იანვარში შეიტანს. ამის შესახებ ეროვნული ადმინისტრაციის ლიდერის, მაჰმუდ აბასის მრჩეველმა ნაბილ შაათმა განაცხადა.
„ჩვენ ისევ შევიტანთ გაეროს უშიშროების საბჭოში განაცხადს და თუ შეერთებული შტატები ვეტოს უფლებას გამოიყენებს, უშიშროების საბჭოს ანალოგიური მოთხოვნით კიდევ მოვმართავთ. გაეროში ჩვენი სრულუფლებიანი წევრობა იმაზე იქნება დამოკიდებული, როდემდე დაადებს ამერიკული მხარე საკითხს ვეტოს,“-აღნიშნა შაათმა.