ხვალ, 22 ივლისს 10 საათიდან 17 საათამდე, სს `თელასის" ქვესადგურ `მთაწმინდაში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო, ვაკის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ჭავჭავაძის გამზირის(ნაწილობრივ), კოსტავას(ნაწილობრივ), არსენას, ახვლედიანის, ბესიკის, ცხემის, ინგოროყვას, კაკაბაძის, ნიკოლაძის, ვეძინის, ყიფიანის, ალ. ჭავჭავაძის, ზალდასტანიშვილის, ირაკლი აბაშიძის(ნაწილობრივ), ატენის, ფალიაშვილის, გალის, კეკელიძის, მცხეთის, ნაფარეულის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.