თბილისის მერიის ინფორმაციით, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, ჯორჯაძის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
"თბილისის მუნიციპალიტეტის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით", - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.