რუსთავში, მე-7 მიკრორაიონის #15 კორპუსში ბუნებრივი აირის ნამწვით 16 წლის გოგონა მოიწამლა.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ექიმების განცხადებით, ინტოქსიკაცია საშუალო სიმძიმის იყო, პაციენტს სასწრაფოს ექიმმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და ის კლინიკა ”რუსთავში" მიყვანამდე გონზე მოვიდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.