თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია AnadoluJet-ი შესაძლოა თურქეთის ნაციონალურ ავიაგადამზიდავს Turkish Airlines-ს გამოეყოს და ბაზარზე დამოუკიდებელ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს.
„დღეს AnadoluJet -ი Turkish Airlines-ის სავაჭრო მარკაა. ეს მთლიანი ჯგუფია და ის ცალკეულ კომპანიებს არ მოიცავს. დღეისათვის კი ჩვენ მის გაყოფაზე და AnadoluJet-ის გამოყოფაზე ვმსჯელობთ. ჯერჯერობით მხოლოდ მსჯელობაა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა წლის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილებას აუცილებლად გამოვაცხადებთ“, - აღნიშნა Turkish Airlines-ის ხელმძღვანელმა ბილალ ეკშიმ ამერიკულ Forbes-თან საუბრისას.
როგორც ეკშიმ დასძინა AnadoluJet-ი სულ მალე ესენბოგის აეროპორტიდან შესაბამის ნებართვას მიიღებს და ჰაბს მოაწყობს. ამ გზით კი AnadoluJet-ს კონკურენტებთან გარკვეული უპირატესობაც კი ექნება და ანკარადან ყველა მიმართულებით შეძლებს ფრენების განხორციელებას.