მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მივიდა, თუმცა დაკითხვაზე უარი თქვა.
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მისი საქმე უკრაინის უშიშროების სამსახურს უნდა გადაეცეს.
სააკაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი კიევში გუშინ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და კულტურის სახლში მომიტინგეების შეჭრას უკრაინის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.
პროკურორმა ალექსანდრე გოვორუშჩაკმა განაცხადა, რომ სააკაშვილს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე კიდევ ერთხელ გამოიძახებენ.
„ეჭვმიტანილმა სააკაშვილმა არ შეასრულა ეჭვმიტანილის სტატუსით გათვალისწინებული ვალდებულებები, ამიტომ მას დაკითხვაზე მეორედ გამოიაძახებენ“, - განაცხადა ბრიფინგზე გოვორუშჩაკმა.
მისი თქმით, თუ სააკაშვილი დაკითხვას მეორედაც ჩაშლის, გენერალური პროკურატურა კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს.