თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ავეჯის მაღაზია “ბელისსაში” მსუბუქი ავტომობილი შევარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით დაჯარიმდება.