სააფთიქო ქსელ ”პე-ეს-პეს” ჭავჭავაძის ფილიალში ძლიერი დაკვამლიანებაა. საგანგებო სიტრუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, დამწვარია საწყობში შეკიდული ჭერის ნაწილი.
ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ასევე საპატრულო და სასწრაფო ეკიპაჟები.