მასშტაბური საპროტესტო აქცია რუმინეთში. ბუქარესტის ცენტრში სასამართლო რეფორმა ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტიისგან პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის გაუქმება მოითხოვეს. მათ გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს, რამაც საავტომობილო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. აქციები გაიმართა ტიმიშოარში, არადში, იასისა და ქვეყნის დიდ ქალაქებშიც.