ავსტრალიელმა მხატვარმა Lushsux-მა იერუსალიმისა და ბეთლემის გამყოფ კედელთან დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეტანიაჰუს შარჟი დახატა.
ნახატზე ისრაელის პრემიერ-მინისტრი თეთრი სახლის ლიდერს ტუჩებში ჰკოცნის.
გრაფიტმა ტურისტებში არნახული ინტერესი გამოიწვია. კარიკატურის ფონზე მათ სელფების გადაღება დაიწყეს.
მალე მესაზღვრეებმა გრაფიტი საღებავით გადაღებეს.