ანკარა მზადაა ბაღდადს ისლამურ სახელმწიფოსა და ქურთისტანის შრომის პარტიასთან ბრძოლაში დაეხმაროს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ერაყის პრემიერ ჰაიდერ ალ-აბადისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ქურთისტანის შრომის პარტია ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებაზე არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს ერაყისთვის. ჩვენ ყოველთვის ბაღდადის გვერდზე ვიდგებით ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში,“-აღნიშნა ერდოღანმა.