ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბრექსიტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს პოზიტიურად აფასებს. ამის შესახებ ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში ყოველკვირეული დისკუსიის ფარგლებში განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას მეიმ იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი ბნრექსიტის საკითხზე კონსტრუქციული იქნება და მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ფონზე გაგრძელდება. ბრიტანეთის პრემიერი დარწმუნებულია, რომ ევროპული ოჯახის დატოვების შემდეგ ბრიტანელი ხალხის უფლებები დაცული იქნება.