შეერთებული შტატები არც ბაღდადსა და არც ერაყელ ქურთებს უჭერს მხარს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისივე თქმით, ვაშინგტონი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მომხრეა და ვიტარების დაძაბვით შეშფოთებულია. 16 ოქტომბერს ქურთისტანის რეგიონსა და ერაყს შორის სადავო კირკუკის პროვინციაში ერაყის არმიის სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა და ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ერაყელმა სამხედროებმა აეროპორტი, სამხედრო აეროდრომი და რამდენიმე ნავთობის საბადო დაიკავეს.