კატალონიაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერები დააკავეს. მათ ამბოხებისკენ მოწოდებაში ადანაშულებენ. ნაციონალური ასამბლეის პრეზიდენტს, ჟორდი სანჩესსა და „ომნიუნ კულტრის“ ხელმძღვანელს ჟორდი კუიშარს სასამართლომ წინასწარი პატირობა მიუსაჯა. ესპანეთის კანონებით, ამბოხისკენ მოწოდება 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ბარსელონაში საპროტესტო აქცია მოჰყვა.