უკრაინის შსს-მ დავით საყვარელიძის დაცვის წევრი იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავა, - ამის შესახებ განცხადება უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა ,,ფეისბუქზე“ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, საქმე ეხება სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლის დავით საყვარელიძის დაცვის უფროსის მოადგილეს.
„ცნობილი გახდა, თუ ვინ დააკავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 14 ოქტომბერს, როდესაც ეს ადამიანი ცდილობდა ორი ავტომატის და სამი ყუმბარმტყორცნის შეძენას. დაკავებულებს შორის არის პიროვნება, ზედმეტსახელად „შუბი“. გამოძიება მიმდინარეობს. მის ვინაობას ჯერ არ ასახელებენ, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ის დავით საყვარელიძის დაცვის უფროსის მოადგილედ მუშაობს“ - აცხადებს შკირიაკი.
მისივე განცხადებით, უკრაინელი სამართალდამცავების მთავარი ამოცანა 17 ოქტომბერს კიევში დაგეგემილ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა იქნება.