ირლანდიის სამხრეთ სანაპიროზე ტროპიკული შტორმი ,,ოფელია“ მძვინვარებს. მთავრობამ მოსახლეობას სახლებში დარჩენისაკენ მოუწოდა.
შტორმმა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები მოთხარა, რის გამოც 120,000-მდე სახლი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დუბლინის აეროპორტმა 130 ფრენა გააუქმა. უკანასკნელი მონაცემებით გარდაცვლილია ერთი ქალი, რომლის მანქანასაც ხე დაეცა.
შტორმი უახლოეს დღეებში შოტლანდიის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.