კანადის პარლამენტის ქვედა პალატამ სერგეი მაგნისტკის კანონი მიიღო. ამერიკული დოკუმენტის ანალოგს მხარი 277-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ე.წ. მაგნისტკის კანონი რუსი, ირანელი, მიანმარელი, და ვიეტნამელი ჩინოვნიკების წინააღმდეგ არის მიმართული. საგარეო უწყების წარმომადგენლების თქმით, კანადისთვის დემოკრატიული ღირებულებები და ადამიანის უფლებები უმნიშვნელოვანესია. დოკუმენტის მიღებას მოსკოვშიც გამოეხმაურნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ე.წ. მაგნიტკის კანონის მიღება ორი ქვეყნის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.