ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა. ამის მიზეზი მანჩესტერში გამოსვლისას ბორის ჯონსონის მიერ ლიბიაზე გაკეთებული განცხადება გახდა.
„მათ აქვთ კარგი ხედვა იმისა, თუ როგორ მოაწესრიგონ სირტის პლაჟები და როგორ აქციონ მეორე დუბაიდ. ამისათვის მათ, პირველ რიგში, პლაჟები გვამებისგან უნდა გაწმინდონ,“-განაცხადა ბრიტანეთის პირველმა დიპლომატმა.
ლიბიის საპორტო ქალაქ სირტისთვის ბრძოლა რამდენიმე თვე გრძელდებოდა. გასული წლის დეკემბერში ქალაქი ისლამისტებისგან საბოლოოდ გათავისუფლდა.