ცნობილმა ჩეხმა ჰოკეისტმა ირჟი გუდლერმა თვითმფრინავში სკანდალი მოაწყო. ინციდენტი ავიალაინერში მოხდა, რომელიც ნიუ იორკი-პრაღის რეისს ასრულებდა. სპორტსმენმა თვითმფრინავში კოკაინი მოითხოვა. მას შემდეგ კი, რაც ეკიპაჟისგან უარი მიიღო, ბორტგამცილებლის მოკვლით იმუქრებოდა. როგორც გაირკვა, გუდლერი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.