რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ფხენიანს ბირთვული იარაღი აქვს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ენერგეტიკულ ფორუმზე განაცხადა.
"2001 წელს ჩრდილოეთ კორეაში ჩავედი და ფხენიანის დღევანდელი ლიდერის მამას შევხვდი. მან მითხრა, რომ ატომური ბომბი ჰქონდათ. მან არც ის დამიმალა, რომ ჩვეულებრივი საარტილერო დანადგერებიდანაც შეეძლო სეულის დაბომბვა. ეს იყო 2001 წელს. ახლა კი 2017 წელია. ქვეყანას, რომელიც მუდმივად სანქციების პირობებში ცხოვრობს, ატომურის გარდა წყალბადის ბომბიც აქვს“,- განაცხადა კრემლის ლიდერმა.