რუსეთის პრეზიდენტმა ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. პუტინის თქმით, მან არც ის იცის, ვინ იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატები.
"ჯერჯერობით არ ვიცი, ვინ იქნებიან ჩემი კონკურენტები. ჯერ ისიც არ გადამიწყვეტია, მივიღებ თუ არა საერთოდ მონაწილეობას არჩევნებში. ამას სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში გადავწყვეტ,"- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.