ერაყის არმიამ ქალაქ ელ-ჰავიჯზე მასირებული შტურმი დაიწყო. ამ დროისათვის სახელისუფლო ძალები ისლამისტებისგან ქალაქის ცენტრალურ რაიონებს ათავისუფლებენ. ქალაქი სამტავრობო ძალებს ალყაში ჰყავთ მოქცეული. როგორც ერაყის ხელისუფლება აცხადებს, ელ-ჰავიჯის სრულ გათავისუფლებას კვირის ბოლომდე შეძლებს.