ნობელის პრემია ქიმიის დარგში ჟაკ დიუბოშს, ხოაკიმ ფრანკს და რიჩარდ ჰენდერსონს გადაეცემათ. პრესტიჟულ ჯილდოს მეცნიერები კრიოელექტრონული მიკროსკოპიის შექმნისთვის მიიღებენ, რომელიც ბიოლოგიური ნიმუშების შესწავლის საშუალებას იძლევა. კრიოელექტრონული მიკროსკოპია მოლეკულების კვლევის საშუალებას მათი გაყინვის საშუალებით იძლევა. გაყინვისას მოლეკულების ბუნებრივი სტრუქტურა ნარჩუნდება.