ცნობილი რეჟისორი რომან პოლანსკი კვლავ სექსუალურ სკანდალში გაეხვა. ამჯერად სექსუალური ძალადობის ბრალდება მას რენატა ლანგერმა წაუყენა. 61 წლის ქალბატონი ირწმუნება, რომ პოლანსკიმ ის 15 წლის ასაკში გააუპატიურა. პოლანსკის ახალ ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ანალოგიური ბრალდება რეჟისორს აგვისტოში კიდევ ერთმა ქალბატონმა წაუყენა, თუმცა ხანდაზმულობის გამო საქმე არ აღძრულა.