ვენესუელის პრეზიდენტს ამერიკელი კოლეგა კიდევ ერთხელ შემოელანძღა. ნიკოლას მადურომ დონალდ ტრამპს უცოდინარი უწოდა. „ტრამპი ქაღალდზე დაწერილს კითხულობს. მან ისიც კი არ იცის, სად მდებარეობს ვენესუელა, უხსენებ სიმონ ბოლივარის სახელს და როკ-მომღერალი ჰგონია. მან არ იცის, ვინ არის სიმონ ბოლივარი“, - განაცხადა მადურომ.