ლას-ვეგასელ თავდამსხმელს სასტუმროსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კამერები ჰქონდა დამონტაჟებული. ამის შესახებ ბიბისი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სტივენ პედოკს კამერების მეშვეობით საშუალება მიეცა დაენახა, უახლოვდებოდნენ თუ არა სამართალდამცავები მის ნომერს. პოლიციის ინფორმაციით, მან თავი ნომერში სპეცრაზმელების შესვლამდე მოიკლა. 64 წლის პედოკმა ცეცხლი ქანთრის მუსიკალურ ფესტივალზეც შეკრებილებს სასტუმროს აივნიდან გაუხსნა, რასაც 58 ადამიანი ემსხვერპლა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.