იაჰუზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 3 მილიარდი მომხმარებლის ექაუნთი დაზიანდა. ჰაკერებს ხელში სავარაუდოდ მომხმარებლების პირადი მონაცემები ჩაუვარდათ. ჰაკერებმა იაჰუ 2013 წელს გატეხეს. მაშინ კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მილიონამდე მომხმარებლის აქაუნთი დაზიანდა, თუმცა ახალი მონაცემებით, გატეხილი აქაუნთების რიცხვმა 3 მილიარდს მიაღწია. იაჰუს ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ კიბერთავდასხმის უკან კონკრეტული სახელმწიფო დგას.