ლას-ვეგასელი თავდამსხმელის, სტივენ პედოკის მეგობარი ქალი მერილოუ დენლი ფილიპინებიდან ლოს-ანჯელესში ჩაფრინდა. აეროპორტში მას გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები დახვდნენ. პოლიციის განცხადებით, დენლი ეჭვმიტანილი არ არის, თუმცა გამოძიებას მასთან კითხვები აქვს. 62 წლის მერილოუ დენლი სტივენ პედოკთან ერთად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნევადის ქალაქ მესკიტში ცხოვრობდა.