„ამნესტი ინთერნეიშენალი“ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისა და მისი მხარდამჭერის, ლეონიდ ვოლოკვას გათავისუფლებას ითხოვს. უფლებადამცველების შეფასებით, ნავალნის დაკავება რუსეთის მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის მცდელობაა. მიმდინარე წლის განმავლობაში რუსმა სამართალდამცველებმა ალექსეი ნავალნი მესამედ დააკავეს. საგანგებო განცხადებას ავრცელებს კრემლის პრეს-სამსახურიც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მომხრეებს აფრთხილებენ, რომ არასანქცირებული აქციების გამართვის შემთხვევაში კანონის დამრღვევებს სამართლებრივი დევნა მოელით.