შეერთებული შტატები კუბის საელჩოდან თანამშრომლებს აძევებს. ქვეყნის დასატოვებლად კუბელ დიპლომატებს ერთი კვირა აქვთ. იგეგმება ჰავანიდან ამერიკელი დიპლომატების გაყვანაც. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პარალელურად, გამოძიების ფედერალური ბიურო ცდილობს დაადგინოს, რამ გამოიწვია საელჩოს თანამშრომლების ჯანმრთელობის გაუარესება. ამერიკული მხარე ეჭვობს, რომ მათზე ე.წ. აკუსტიკური თავდასხმა განხორციელდა.