რუსეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის რეფერენდუმის შემდეგ შექმნილ კრიზისს დაძლევს. საგანგებო განცხადება ვლადიმერ პუტინმა რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა, რომელიც კრემლში გაიმართა.
„ჩვენ ესპანეთის ბედი გვაღელვებს და არსებულ ვითარებას ძალიან განვიცდით. იმედი გვაქვს, მადრიდი კრიზისის მოგვარებას შეძლებს, თუმცა ეს რა თქმა უნდა, ესპანეთის შიდა საქმეა,“-აღნიშნა პუტინმა.