ნობელის პრემია ფიზიკაში რაინერ ვაისს, ბარი ბარიშს და კიპ თორნს ლიგოს დეტექტორით გრავიტაციული ტალღების აღმოჩენისთვის გადასცეს. ამის შესახებ შვედეთის მეცნიერებათა აკადემიაში განაცხადეს.
მანამდე, ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2017 წლის ნობელის პრემიის ლაურეანტები პროფესორი ჯეფრი ჰოლი, მაიკლ როზბაშუ და მაიკლ იანგი გახდნენ, რომლებმაც ადამიანის სხეულის ცირკადული რიტმის, ე.წ. უჯრედული საათების მოლეკულური მექანიზმი შეისწავლეს.