რუსულმა ავიაციამ სირიაში ისლამისტთა პოზიციები კიდევ ერთხელ დაბომბა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიადარტყმები ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროზე განხორციელდა, რასაც ბოლო მონაცემებით, ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების 7 საველე მეთაური ემსხვერპლა. ლიკვიდირებულთა შორის სავარაუდოდ წარმოშობით ყაზახი მეთაური აბუ ისლამ ალ-კაზაკიცაა. განადგურებულია ისლამისტთა საწვრთნელი ბაზა და რამდენიმე სამეთაურო პუნქტი.