კატალონიაში მასობრივი გაფიცვა იწყება. აქცია ადგილობრივი პროფკავშირების ორგანიზებით ტარდება. მას გაერთიანება ანსი, ომნიუმი და სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდებიან. ინიციატივას მხარს უჭერს საფეხბურთო კლუბი ბარსელონაც. გაფიცვის მონაწილეები 1 ოქტომბრის რეფერენდუმზე პოლიციის მხრიდან გამოვლენილ აგრესიას აპროტესტებენ. რეფერენდუმის დღეს მასობრივი არეულობების შედეგად ბარსელონასა და რეგიონის სხვა ქალაქებში 900-მდე ადამიანი დაშავდა. მადრიდი პლებისციტის შედეგებს არ აღიარებს.