მოსკოვის სიმონოვსკის რაიონულმა სასამართლომ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 20- დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის მიზეზი საპროტესტო აქციის ორგზანიზების წესების განმეორებით დარღვევა გახდა. მოსამართლის განმარტებით, პოლიტიკოსმა იცოდა, რომ ნიჟნი ნოვგოროდში მიტინგის გამართვაზე სანქცია არ ჰქონდა, თუმცა მხარადამჭერებს მასში მონაწილეობისკენ მაინც მოუწოდებდა. ნავალნი, არასანქცირებულ მიტინგში მონაწილეობისკენ მოწოდების გამო 29 სექტემბერსაც დააკავეს, თუმცა იმავე დღეს გაათავისუფლეს.