ლას ვეგასში მომხდარ ტერაქტს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამაც გამოეხმაურა.
„მე და მიშელი დაღუპულთა სულებისთვის ვლოცულობთ. ჩვენი ფიქრებით მათ ოჯახებსა და იმ ადამიანებთან ვართ, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხო,“-წერს ობამა სოციალურ ქსელ ტვიტერში.
თავდასხმა ლას-ვეგასის სასტუმრო კომპლექს მენდელეი ბეისთან გვიან საღამოს ქანთრი-მუსიკის ფესტივალზე განხორციელდა, რასაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აღწევს.