ლას ვეგასში მომხდარ თავდასხმას დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელ ტვიტერით გამოუცხადა. „მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ლას ვეგასში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ღმერთი გფარავდეთ!“-წერს ტრამპი.
თავდასხმა მენდელეი ბეის სასტუმრო კომლექსზე კონცერტის მსვლელობისას განხორციელდა, რასაც ბოლო მონაცემებით, 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.